თეგი: ღაზის სექტორი

სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ, ისრაელის სამხედროებმა ლიბანსა და ღაზის სექტორში ავიაიერიშები განახორციელეს - Reuters

ისრაელმა ღაზის სექტორში საპასუხო ავიაიერიშები განახორციელა მას შემდეგ, რაც ღაზიდან და ლიბანიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტები ისროლეს. მანამდე, ისრაელმა პალესტინის შეიარაღებული დაჯგუფება ჰამასი სამხრეთ ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტის გასროლაში დაადანაშაულა. ისრაელმა განაცხადა, რომ მისმა ავიაგამანადგურებლებმა სხვადასხვა სამიზნეს დაარტყეს, მათ შორის ჰამასის გვირაბებსა და იარაღის წარმოების ობიექტებს.  

ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლეს

ღაზის სექტორიდან ისრაელზე საჰაერო თავდასხმა იყო, ისრაელში სირენების ხმა ისმოდა. წერს ადგილობრივი მედია ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით. ინფორმაციას ავრცელებს BBC-იც, რომელიც ისლამისტური შეიარაღებული დაჯგუფების ლიდერზე დაყრდნობით იუწყება, რომ ისრაელის მიმართულებით 5000 რაკეტა ისროლეს. შეტევებზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო და დაჯგუფებამ განაცხადა, რომ მათ ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაცია, სახელწოდებით „ალ-აქსას ქარიშხალი“ დაიწყეს. ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ დაიცავს ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობას და „ჰამასი“ გადაიხდის მძიმე ფასს თავისი ქმედებებისთვის. გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისრაელის სამხრეთ და ცენტრალურ რეგიონებში ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში ისმოდა. ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, ღაზის სექტორიდან გასროლილი რაკეტის აფეთქების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა.  

ღაზის სექტორიდან სარაკეტო შეტევის გამო, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ღაზის სექტორიდან სარაკეტო შეტევის გამო, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ქვეყნის სამხრეთიდან ცენტრამდე (აშკელონიდან შდეროთი; ბეერ შევა; - თელ ავივის ჩათვლით). შესაბამის ცნობას ისრაელში საქართველოს ელჩი ავრცელებს. ლაშა ჟვანიას თქმით, ამავდროულად, „გავრცელებული ინფორმაციით რამდენიმე ტერორისტმა შეაღწია ისრაელის სამხრეთის ქალაქებში.“ „შეგახსენებთ განგაშის სიგნალის ჩართვის შემთხვევაში  მოქმედ უსაფრთხოების წესებს: შენობაში ყოფნისას - უნდა შეხვიდეთ სპეციალურ დაცულ სივრცეში/თავშესაფარში, დაკეტეთ კარ-ფანჯრები; შენობის გარეთ ყოფნისას - იმ შემთხვევაში თუ ახლოს არ მდებარეობს სპეციალური თავშესაფარი ან არ არის არც ერთი შენობა, დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები; ავტომობილში - გააჩერეთ, გადმოდით ავტომობილიდან და შედით უახლოეს შენობაში ან თავშესაფარში. თუ თქვენ ახლოს შენობა ან თავშესაფარი არ მდებარეობს, გადმოდით მანქანიდან დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები; დაუშვებელია შენობის შესასვლელში, სადარბაზოებში მოქალაქეების გაჩერება; სხვა ინსტრუქციის არარსებობის შემთხვევაში განგაშის სიგნალის დასრულებიდან 10 წუთის შემდეგ შეგიძლიათ, დატოვოთ შენობა. დაუშვებელია ჩამოგდებულ რაკეტასთან ან სხვა ობიექტთან მიახლოება. ასეთ შემთხვევაში მოუწოდეთ მოქალაქეებს, არ მიუახლოვდნენ ობიექტს/ჩამოგდებულ რაკეტას და აცნობეთ პოლიციას. ტურისტული მიზნით ისრაელში მყოფმა პირებმა თავი უნდა შეიკავონ სასტუმროდან გამოსვლისგან და ტურისტული ტურებისგან. თვალყური ადევნეთ მედიას შემდგომი ინსტრუქციების მისაღებად. ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება აღნიშნულ ლინკზე https://www.oref.org.il/en? საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: +972526919092; ან +972 52-8888513 და +972 54-7386813“ წერს ლაჟა ჟვანია სოციალურ ქსელში. ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლეს

ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მზადყოფნა გამოაცხადა

„ჰამასმა“ სერიოზული შეცდომა დაუშვა და ომი დაიწყო" ისრაელის წინააღმდეგ - ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელის სამხედროებმა ღაზაში, ჰამასის ობიექტებზე მიიტანეს საპასუხო იერიში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას თქმით, „გავრცელებული ინფორმაციით რამდენიმე ტერორისტმა შეაღწია ისრაელის სამხრეთის ქალაქებში.“ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ჰამასმა „ამ დილით სერიოზული შეცდომა დაუშვა და ომი დაიწყო" ისრაელის წინააღმდეგ. ღაზის სექტორიდან სარაკეტო შეტევის გამო, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლეს. BBC შეიარაღებული დაჯგუფების ლიდერზე დაყრდნობით იუწყება, რომ ისრაელის მიმართულებით 5000 რაკეტა ისროლეს. ისრაელის მხარე 2000-ზე მეტ რაკეტაზე მიუთითებს. შეტევებზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო და დაჯგუფებამ განაცხადა, რომ მათ ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაცია, სახელწოდებით „ალ-აქსას ქარიშხალი“ დაიწყეს. ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ დაიცავს ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობას და „ჰამასი“ გადაიხდის მძიმე ფასს თავისი ქმედებებისთვის. გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისრაელის სამხრეთ და ცენტრალურ რეგიონებში ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში ისმოდა. ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, ღაზის სექტორიდან გასროლილი რაკეტის აფეთქების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა.  

ისრაელის თავდაცვის ძალები: ღაზის საზღვრებთან ახლოს 300 000 რეზერვისტი გავგზავნეთ

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ჯონათან კონრიკუსმა განაცხადა, რომ ისრაელმა ღაზის საზღვრებთან ახლოს ჯავშანტექნიკა, საარტილერიო კორპუსი, პლუს 300 000 რეზერვისტი გაგზავნა. „ჩვენ განვათავსეთ, გავაგზავნეთ ჩვენი ქვეითი, ჯავშანსატანკო ჯარები, ჩვენი საარტილერიო კორპუსი და ბევრი სხვა ჯარისკაცი რეზერვიდან - 300 000-მდე და ისინი ახლა ღაზას სექტორთან ახლოს იმყოფებიან და იმ მისიის შესასრულებლად ემზადებიან, რომელიც ისრაელის მთავრობამ დაგვაკისრა,“ - აღნიშნა ჯონათან კონრიკუსმა. მისი თქმით, მისია ითვალისწინებს იმის უზრუნველყოფას, რომ „ჰამასს“, ომის დასრულების შემდეგ, სამხედრო შესაძლებლობები აღარ ჰქონდეს. „ეს არის იმის უზრუნველყოფა, რომ „ჰამასს“, ამ ომის დასასრულს, არ ჰქონდეს რაიმე სამხედრო შესაძლებლობები, რომლითაც ისინი შეძლებენ დაემუქრონ ან მოკლან ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქეები,” - განაცხადა ჯონათან კონრიკუსმა.  

ისრაელის თავდაცვის ძალები: ჩრდილოეთ ღაზა ნახევარმა მილიონმა ადამიანმა დატოვა

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ჯონათან კონრიკუსმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილიდან სამხრეთში დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი წავიდა. ჩრდილოეთ ღაზის მოსახლეობა დაახლოებით 1.1 მილიონ ადამიანს შეადგენს. სამხრეთ ღაზას თავშესაფრის მაძიებელთა საჭიროებების დაკმაყოფილება უჭირს. თავშესაფრები გადატვირთულია და საკვების, წყლისა და საწვავის მნიშვნელოვანი დეფიციტია. „ძნელია თვალყურის მიდევნება და შეფასების გაკეთება, მაგრამ, ეს არის დაახლოებით, ნახევარი მილიონი ადამიანი,“ - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა. შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებ მოსახლეობას მოუწოდა, ტერიტორია დატოვონ და სამხრეთში გადავიდნენ, რის შემდეგაც პალესტინელების ნაკადი სამხრეთისკენ დაიძრა.  

ღაზის სექტორში, საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებას, რამდენიმე ქვეყანაში პროტესტი მოჰყვა

ღაზაში, ალ-აჰლის არაბულ საავადმყოფოში მომხდარი აფეთქებას ახლო აღმოსავლეთში მწვავე პროტესტი მოჰყვა. საპროტესტო გამოსვლის დროს, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, პალესტინელთა ტერიტორიაზე, ქალაქ რამალაში, პალესტინელთა უშიშროების ძალებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს. პროტესტის მონაწილეები ავტონომიის პრეზიდენტ, მაჰმუდ აბასის საწინააღმდეგო ლოზუნგებით გამოდიოდნენ და ქვებს ისროდნენ. მსოფლიო ლიდერები გმობენ ღაზის საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებას, რომელსაც ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა აქციები გაიმართა ისრაელის საელჩოებთან თურქეთსა და იორდანიაში, ასევე აშშ-ის საელჩოსთან ლიბანში, სადაც უშიშროების ძალებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს.   Reuters-ის ინფორმაციით, ანალოგიური პროტესტი იყო მაროკოში, იემენსა და ერაყში. ბაღდადის ქუჩებში ასობით ადამიანი ისრაელის საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდა.   ასობით მომიტინგე შეიკრიბა ბრიტანეთისა და საფრანგეთის საელჩოებთან თეირანშიც.   ცნობისთვის, ლიბანში, მოძრაობა „ჰეზბოლამ“, საავადმყოფოში მომხდარი აფეთქების გამო, ოთხშაბათი „მრისხანების დღედ“ გამოაცხადა. შეგახსენებთ, ღაზის სექტორში ალ-აჰლის არაბულ საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებას ასობით ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებენ, „„ისლამური ჯიჰადი“ პასუხისმგებელია წარუმატებლად გასროლილი რაკეტის გამო, რომელიც ღაზაში მდებარე ჰოსპიტალს მოხვდა.“ „ისლამური ჯიჰადი“ აფეთქებასთან კავშირს უარყოფს და ისრაელის ბრალდებას სიცრუეს უწოდებს. ცნობისთვის, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.

ისრაელის თავდაცვის ძალები: მტკიცებულება ადასტურებს, რომ ღაზის სექტორში, საავადმყოფოში მომხდარი აფეთქების უკან ისრაელი არ დგას

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზის სექტორში, საავადმყოფოში მომხდარი აფეთქების ადგილზე კრატერის არარსებობა ადასტურებს იმას, რომ ამ შეტევის უკან ისრაელი არ იყო. ისრაელის თავდაცვის ძალები დრონით გადაღებულ 30-წამიან ვიდეოს ავრცელებს.  მისივე განცხადებით, ალ-აჰლის ბაპტისტურ საავადმყოფოს ტერიტორიაზე აფეთქება ისრაელის შეტევას არ გამოუწვევია, რადგან ასეთ შემთხვევაში აფეთქების შემდეგ კრატერი დარჩებოდა და არა ცეცხლმოკიდებული ავტოსადგომი. როგორც ისრაელის მხარე განმარტავს, აფეთქების ადგილზე დიდი ხანძარი გაჩნდა, მაგრამ იქ კრატერი არ არის. მათი შეტევები კი, როგორც წესი, თავდასხმის ადგილებზე დიდი ზომის ხვრელებს ტოვებს. ხსენებულ ვიდეოკადრებში საავადმყოფოს ავტოსადგომი ჩანს, სადაც დიდი აფეთქება მოხდა. შეგახსენებთ, ღაზის სექტორში ალ-აჰლის არაბულ საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებას ასობით ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებენ, „„ისლამური ჯიჰადი“ პასუხისმგებელია წარუმატებლად გასროლილი რაკეტის გამო, რომელიც ღაზაში მდებარე ჰოსპიტალს მოხვდა.“ „ისლამური ჯიჰადი“ აფეთქებასთან კავშირს უარყოფს და ისრაელის ბრალდებას სიცრუეს უწოდებს. ცნობისთვის, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.

თურქეთმა ღაზის სექტორისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული თვითმფრინავი ეგვიპტეში გაგზავნა

თურქეთმა ეგვიპტეში, ღაზის სექტორისთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით, სამედიცინო ჯგუფით, აღჭურვილობითა და ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული თვითმფრინავი გაგზავნა ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჩამ განაცხადა. „ჩვენი თვითმფრინავი ღაზას დასახმარებლად აფრინდა. საპრეზიდენტო თვითმფრინავი, რომელიც დატვირთული იყო მედიკამენტებითა და სამედიცინო ინვენტარით და რომელშიც 20 სპეციალისტი ექიმი იმყოფებოდა, ანკარადან ეგვიპტეში გაემგზავრა,“ - აღნიშნა კოჩამ. ეგვიპტესა და ღაზას სექტორს შორის რაფაჰის სასაზღვრო გადასავლელი აშშ-ის, ისრაელს, ეგვიპტესა და გაეროს შორის ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად, 21 ოქტომბერს გაიხსნა. გუშინვე, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 20 სატვირთო შევიდა ცნობისთვის, 21 ოქტომბერს ერდოღანმა „ჰამასის“ ლიდერთან სატელეფონო საუბარი გამართა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა. 22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სარაკეტო თავდაცვის სისტემებს აგზავნის, სამხედროები კი, პოტენციური განლაგებისთვის მზადყოფნაში მოჰყავს.

რომის პაპი: ომი ყოველთვის დამარცხებას ნიშნავს - ძმებო, შეჩერდით

რომის პაპმა ფრანცისკემ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. რომის პაპმა „ჰამასს“ მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა „კიდევ ერთხელ ვფიქრობ იმაზე, რაც ისრაელსა და პალესტინაში ხდება. ძალიან შეშფოთებული და დამწუხრებული ვარ. ვლოცულობ ყველა დაზარალებულისთვის, მძეველისთვის, დაშავებულისთვის, დაღუპულისა და მათი ოჯახებისთვის. ვიმეორებ ჩემს მოწოდებას, რომ გაგრძელდეს ჰუმანიტარული დახმარება და გათავისუფლდნენ მძევლები. წამებულ უკრაინაზეც ვფიქრობ. ომი ყოველთვის დამარცხებაა. ეს ადამიანთა ძმობის განადგურებაა. ძმებო, შეჩერდით,“ - ამბობს რომის პაპი. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა. 22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სარაკეტო თავდაცვის სისტემებს აგზავნის, სამხედროები კი, პოტენციური განლაგებისთვის მზადყოფნაში მოჰყავს.

New York Times-მა ღაზის სექტორის საავადმყოფოსთან აფეთქების თემის გაშუქებისას დაშვებული შეცდომა აღიარა

ამერიკული გამოცემა New York Times-ი ღაზის სექტორის ალ-აჰლის საავადმყოფოსთან მომხდარი აფეთქების გაშუქებისას დაშვებულ შეცდომებს აღიარებს. რედაქტორების შენიშვნის თანახმად, 17 ოქტომბერს გამოცემა “ზედმეტად ეყრდნობოდა “ჰამასის“ განცხადებებს.“ ევროპული დაზვერვის წყარო AFP-ს: ღაზის საავადმყოფოს სიახლოვეს აფეთქებისას მაქსიმუმ 50 ადამიანი დაიღუპა როგორც New York Times-ი განმარტავს, გამოქვეყნებულ ცნობაში ეწერა, რომ “ჰამასი“ აფეთქებაზე პასუხისმგებლობას ისრაელს აკისრებდა. თუმცა გაშუქების ადრეულ ეტაპებზე გამოცემა “ზედმეტად დაეყრდნო ჰამასის მიერ გავრცელებულ განცხადებებს და, ამასთანავე, არ ყოფილა სიცხადე იმასთან დაკავშირებით, რომ „ჰამასის“ ცნობების გადამოწმება იმ დროისთვის შეუძლებელი იყო." გამოცემის განმარტებით, მკითხველებს დარჩათ არასწორი შთაბეჭდილება იმის შესახებ, თუ რა იყო ცნობილი და რამდენად სანდო იყო გავრცელებული ინფორმაცია. „კონფლიქტის დროს გავრცელებული ინფორმაციის სენსიტიური ბუნებიდან გამომდინარე, Times-ის რედაქტორებს გაშუქებისას უფრო მეტი ყურადღება უნდა გამოეჩინათ და მეტად გასაგები უნდა ყოფილიყვნენ აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებადების შესახებ," - ნათქვამია New York Times-ის სარედაქციო შენიშვნაში.  

ისრაელმა ღაზის სექტორში ჯავშანტექნიკის გამოყენებით რიგით მეორე რეიდი განახორციელა

ისრაელმა ღამით ღაზის სექტორში მეორე „შეზღუდული შეჭრისთვის“ ტანკები და ჯარისკაცები გაგზავნა. The Times of Israel-ის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ოპერაციის დროს „ჰამასის“ წევრებსა და ობიექტებს დაარტყეს. მათივე ინფორმაციით, რეიდი შუჯაიას მახლობლად, ღაზას აღმოსავლეთ ნაწილში, ქვეითებმა, სამხედრო-საინჟინრო ძალებმა და ჯავშანტექნიკამ განახორციელეს, საჰაერო დაფარვას კი ისრაელის საჰაერო ძალების დრონები და საბრძოლო ვერტმფრენები უზრუნველყოფდნენ. საარტილერიო და საჰაერო თავდასხმები „ჰამასის“კუთვნილ ობიექტებზე, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების გაშვებისა და სამეთაურო ცენტრების წინააღმდეგ, განხორციელდა. ლიკვიდირებულია „ჰამასის“ რამდენიმე წევრი. თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ტერიტორია რამდენიმე საათის შემდეგ დატოვა და არავინ დაშავებულა.  

მედია: ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების საწყობებში ათასობით პირი შეიჭრა

ღაზის სექტორის ათასობით მცხოვრები ჰუმანიტარული დახმარების საწყობებში, ფქვილის და ჰიგიენის საბაზისო პროდუქტების წასაღებად შეიჭრა. იტყობინება Reuters გაეროს სააგენტოს განცხადებაზე დაყრდნობით. „ეს არის შემაშფოთებელი ნიშანი იმისა, რომ სამი კვირის ომისა და ღაზის სექტორის მჭიდრო ბლოკადის შემდეგ, საზოგადოებრივი წესრიგი იწყებს ნგრევას,” - განაცხადა თომას უაიტმა, UNRWA-ს საქმეთა დირექტორმა ღაზის სექტორში. ალესტინელი ლტოლვილების გაეროს სააგენტოს (UNRWA) ღაზის განყოფილების დირექტორის თქმით, ხალხი შეშინებული, იმედგაცრუებული და სასოწარკვეთილია.  

ისრაელმა ღაზის სექტორში დამატებითი სახმელეთო ძალები გაგზავნა

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარმა განაცხადა, რომ ისრაელმა ღაზის სექტორში ღამით დამატებითი სახმელეთო ძალები გაგზავნა. „სექტორში დამატებითი ძალები შევიდა. ჩვენი აქტივობა იქ მხოლოდ გაძლიერდება,“ - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა. ჰაგარის თქმით, ბოლო ბრძოლის დროს, როდესაც ისრაელის სახმელეთო ჯარები ჰამასის პოზიციებისკენ მიიწევდნენ, დაჯგუფების ათობით შეიარაღებული მებრძოლის ლიკვიდაცია განახორციელეს. მან ტაქტიკური მანევრის ერთ სახეობაზე ისაუბრა. „ჩვენ ვახორციელებთ გაფართოებულ სახმელეთო ოპერაციას. სახმელეთო ჯარები, ტანკები, ქვეითები, ჯავშანტექნიკა მოძრაობენ ტერორისტებისკენ, რომლებიც პოზიციებს იკავებენ ამა თუ იმ კომპლექსში ჩვენზე თავდასხმის მცდელობის მიზნით. შემდეგ მათ ჰაერიდან ვესხმით თავს,“ - აღნიშნა ჰაგარიმ. შეგახსენებთ, ისრაელმა შაბათს განაცხადა, რომ ჰამასის წინააღმდეგ ომის მეორე ეტაპზე გადავიდა, კვირას კი განმარტა, რომ ღაზაში სახმელეთო ოპერაციას გააძლიერებენ.  

UNICEF: ღაზის სექტორი ბავშვებისთვის ჯოჯოხეთია

გაეროს ბავშვთა ფონდი UNICEF-ი ჰუმანიტარული მიზნებისთვის ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს მხარეებს და მოითხოვს ღაზის სექტორში ყველა შესასვლელის გახსნას, რათა ჰუმანიტარული დახმარების უსაფრთხო, მდგრადი და შეუფერხებელი წვდომა, წყლის, საკვების, მედიკამენტებისა და საწვავის ჩათვლით, შესაძლებელი გახდეს. „თუ ცეცხლი არ შეწყდება, არ იქნება წყალი, მედიკამენტები და თუ არ გათავისუფლდებიან მოტაცებული ბავშვები, მაშინ ჩვენ მივექანებით კიდევ უფრო დიდი საშინელებებისკენ, რომელთა გამოც უდანაშაულო ბავშვები იტანჯებიან," - განაცხადა ორგანიზაციის სპიკერმა ჯეიმს ელდერმა. მისი შეფასებით, ღაზის სექტორი ათასობით ბავშვის "სასაფლაოდ" გადაიქცა. ის შიშობს, რომ უფრო მეტი ბავშვი შეიძლება, დაიღუპოს უწყლობის გამო დეჰიდრატაციით. „ეს რიცხვი შემაძრწუნებელია. გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა 3450-ზე მეტი ბავშვი. გამაოგნებელია, რომ ეს რიცხვი მნიშვნელოვნად იზრდება ყოველდღე. ღაზის სექტორი სასაფლაოდ გადაიქცა ათასობით ბავშვისთვის. ყველა დანარჩენისთვის ის ნამდვილი ჯოჯოხეთია," - განუცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის სპიკერმა ჯეიმს ელდერმა ჟურნალისტებს. მან ააღნიშნა, რომ ღაზის სექტორში მცხოვრები მილიონზე მეტი ბავშვს არ აქვს სასმელი წყალი: წყლის წარმოების სიმძლავრე ჩვეულებრივი დღიური გამომუშავების მხოლოდ ხუთ პროცენტს შეადგენს. ბავშვების სიკვდილი - განსაკუთრებით ჩვილების - დეჰიდრატაციის გამო მზარდ საშიშროებას წარმოადგენს.“ „არიან დახოცილი ბავშვები, რომლებიც დაბომბვის შედეგად დაშავდნენ, მაგრამ მათი სიცოცხლის გადარჩენა შეიძლებოდა,“ - აღნიშნა ელდერმა. გაეროს ბავშვთა ფონდის სპიკერის თქმით, “ღაზის სამედიცინო დაწესებულებების მონაცემებით, 940 ბავშვია დაკარგული.“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ხალხი ღაზის სექტორში მხოლოდ უშუალო დაბომბვის შედეგად არ იღუპება.  

ომის დაწყების შემდეგ პირველად, ინდონეზია ღაზის სექტორში ჰუმანიტარულ დახმარებას აგზავნის

ისრაელ - “ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ პირველად, ინდონეზია ღაზის სექტორის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას აგზავნის. 51.5 ტონა დახმარება ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ ჯაკარტის ჰალიმ პერდანაკუსუმას საჰაერო ძალების ბაზიდან გაგზავნა. მისი თქმით, ჰალსამედიცინო აღჭურვილობა, საკვები, საბნები, კარვები და სხვა მარაგი შეგროვდა როგორც მთავრობისგან, ასევე, ჰუმანიტარული სააგენტოების დახმარებით - ინდონეზიელი მოსახლეობისგან. „ეს არის ინდონეზიის სოლიდარობის ფორმა, ინდონეზიელების კაცობრიობისადმი ზრუნვის ფორმა. რადგან ჰუმანიტარული ტრაგედია ღაზაში მიუღებელია და რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს," - განაცხადა ვიდოდომ.ჰუმანიტარული დახმარება Hercules-ის ტიპის ორი თვითმფრინავისა და Airbus-ის სატვირთო თვითმფრინავი ეგვიპტის ელ-არიშის აეროპორტში გადაიტანეს. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. 18 ოქტომბერს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.

გაერო: ღაზის სექტორში გაეროს 88 თანამშრომელი დაიღუპა

გაეროს ჰუმანიტარული, ჯანდაცვის და ადამიანის უფლებათა დამცველი გაერთიანებების ერთობლივი განცხადებით, ღაზის სექტორში 7 ოქტომბრის შემდეგ გაეროს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს 88 თანამშრომელი დაიღუპა, რაც ერთი კონფლიქტის დროს დაფიქსირებული ყველაზე დიდი დანაკარგია. განცხადების ხელმომწერები ისრაელ-ჰამასის კონფლიქტში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდიან. „ვიმეორებთ ჩვენს თხოვნას, რომ მხარეებმა პატივი სცენ საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა ვალდებულებას. ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას მძევლად მყოფი ყველა მშვიდობიანი მოქალაქის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლების შესახებ. მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის საავადმყოფოები, თავშესაფრები და სკოლები, დაცული უნდა იყოს. გვჭირდება ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა. გავიდა 30 დღე. ყველაფერს საზღვარი აქვს. ეს ახლავე უნდა შეწყდეს,“ - აღნიშნულია განცხადებაში. დოკუმენტს ხელს აწერენ: გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ჰუმანიტარულ საკითხებში, მარტინ გრიფიტსი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტედროს ადანომ გებრეისუსი, გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელმა დირექტორი კეტრინ რასელი და სხვები.  

იოავ გალანტი: ისრაელის ჯარები „ქალაქ ღაზის შუაგულში არიან“

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ მათი ჯარები ქალაქ ღაზის შუაგულში იმყოფებიან. მინისტრის თქმით, ისრაელის ჯარისკაცებმა შტურმი სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალებს შორის სრული კოორდინაციით განახორციელეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ 7 ნოემბერს განაცხადა, რომ ისრაელის ჯარები ალყაში აქცევდნენ და მოქმედებენ ქალაქ ღაზაში. მან ღაზის მოსახლეობას სამხრეთით გადასვლისკენ მოუწოდა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო.  

გაერო ღაზის სექტორში 100-ზე მეტი თანამშრომლის დაღუპვას გლოვობს

გაეროს მუშაკებმა ღაზის სექტოში ისრაელ - “ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ დაღუპულ 100-ზე მეტ თანამშრომელს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. ნახევრად დაუშვეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დროშები. გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა მხარდაჭერის სააგენტომ (UNRWA) 10 ნოემბერს განაცხადა, რომ ომის დაწყებიდან ღაზის სექტორში მისი 100-ზე მეტი თანამშრომელია დაღუპული.

ღაზის სექტორის საავადმყოფოები დაცული უნდა იყოს - ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ღაზის სექტორის საავადმყოფოები დაცული უნდა იყოს. ბაიდენმა იმედი გამოთქვა, რომ ისრაელი ნაკლებად ინტრუზიულად იმოქმედებს, როცა საქმე საავადმყოფოებს ეხება. „ჩემი იმედი და მოლოდინი არის, რომ საავადმყოფოებთან შედარებით ნაკლები ინტრუზიული ქმედება იქნება და ჩვენ ისრაელელებთან კონტაქტში ვრჩებით. ასევე, არის მცდელობა, რომ ეს პაუზა ტყვეების გათავისუფლებისთვის იქნას გამოყენებული და ამასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ასევე, კატარელებთან, რომ ჩაერთონ. ასე რომ, მე გარკვეულწილად იმედი მაქვს, მაგრამ საავადმყოფოები დაცული უნდა იყოს“, - აღნიშნა ბაიდენმა. შეგახსენებთ, ალ-შიფას ჰოსპიტალი, რომელიც ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიური ბრძოლების წინა ხაზზე იმყოფება. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, „ჰამასს“ საავადმყოფოს ქვეშ არსებულ გვირაბებში მართვისა და კონტროლის ცენტრი აქვს. „ჰამასსა“ და საავადმყოფოში აღნიშნულს უარყოფენ და მას სიცრუეს უწოდებენ. საავადმყოფოს ცნობით, შვიდი ჩვილი ჟანგბადის ნაკლებობის გამო დაიღუპა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორის უდიდესი საავადმყოფო "თითქმის სასაფლაოდ" იქცა. ორგანიზაციის პრესსპიკერის, კრისტიან ლინმაიერის თქმით, ალ-შიფას საავადმყოფოში, დაახლოებით, 600 ადამიანია, დანარჩენები კი, თავს დერეფნებს აფარებენ.  

აშშ-ის ჰუმანიტარული დახმარება ეგვიპტე-ღაზის საზღვარზე ჩავიდა

ამერიკელი ხალხისგან" - აშშ-ის ჰუმანიტარული დახმარება ეგვიპტე-ღაზის საზღვარზე ჩავიდა. ინფორმაციასა და ფოტომასალას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ავრცელებს. „აშშ-ის ჰუმანიტარული დახმარება დღეს ეგვიპტე-ღაზის საზღვრის სიახლოვეს ჩავიდა. კრიზისის დაწყებიდან ჩვენ ძალიან მკაფიო გავხადეთ, რომ ჰუმანიტარული დახმარების საჭიროება კრიტიკული და გადაუდებელია. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ეს დახმარება ღაზის სექტორის მშვიდობიანმა მოსახლეობამ, რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ," - წერს ბლინკენი X-ზე (ყოფილი Twitter-ი).  

ღაზის სექტორში საწვავის პირველი პარტია შევიდა

საწვავის პირველი პარტია ღაზის სექტორში ეგვიპტიდან 17 ნოემბერს გვიან შევიდა მას შემდეგ, რაც ისრაელი აშშ-ის მოთხოვნას დათანხმდა. საწვავის უქონლობამ კომუნიკაციების შეფერხება გამოიწვია, რასაცღაზის სექტორის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული კოლონების შესვლის ორი დღით შეჩერება მოჰყვა. გაეროს სააგენტოების თანახმად ღაზის სექტორში 2,4 მილიონი პალესტინელის მდგომარეობა უმძმესია. ისრაელის ოფიციალური პირების თქმით, 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, ისრაელმა პირობა დადო, რომ „ჰამასს“„გაანადგურებს“.

დაშავებული ბავშვები ღაზის სექტორიდან სამკურნალოდ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გადაიყვანეს

ღაზის სექტორში დაშავებული ბავშვები სამკურნალოდ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გადაიყვანეს. 15 ადამიანისგან შემდგარმა ჯგუფმა, რომელთა შორის ბავშვები და მათი ოჯახის წევრები იყვნენ, რაფაჰის სასაზღვრო პუნქტი გადაკვეთა, რათა ეგვიპტის ელ-არიშის აეროპორტიდან აბუ-დაბიში გაფრენილიყვნენ. ბავშვების ჯგუფის გადაყვანა იმ დაპირებული დახმარების ნაწილია, რომლის მიხედვითაც, საამიროები ღაზის სექტორიდან 1000 დაშავებული ბავშვის სამკურნალოდ აბუ-დაბიში გადაყვანას გეგმავს.    

ბაიდენის თქმით, ღაზის სექტორი და დასავლეთ სანაპირო პალესტინელთა ავტონომიამ უნდა მართოს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ ისრაელ -"ჰამასს" შორის მიმდინარე ომის შემდეგ ღაზის სექტორი და დასავლეთ სანაპირო პალესტინელთა ავტონომიამ უნდა მართოს. „როცა მშვიდობისკენ მივილტვით, ღაზა და დასავლეთის სანაპირო კვლავ უნდა გაერთიანდეს მმართველობის ერთიანი სტრუქტურის ქვეშ, საბოლოო ანგარიშით განახლებული პალესტინელთა ავტონომიის პირობებში, იმ ფონზე, როცა ყველანი ვმუშაობთ ვითარების გადაწყვეტაზე ორი სახელმწიფოს გზით," წერს ბაიდენი Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიაში. მისივე თქმით, "არ უნდა მოხდეს პალესტინელთა იძულებითი გადაადგილება ღაზიდან, ხელახალი ოკუპაცია, ალყა ან ბლოკადა, ან ტერიტორიის შემცირება."  

რა საკითხები მოექცა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და არაბული ქვეყნების ოფიციალური პირების ფოკუსში

ოფიციალური პირები საუდის არაბეთიდან, იორდანიიდან, ეგვიპტიდან, ინდონეზიიდან, პალესტინიდან და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციიდან დღეს, 20 ნოემბერს, პეკინში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ვან ის შეხვდნენ და ისრაელ - „ჰამასის“ კონფლიქტზე ისაუბრეს. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ის თქმით, პეკინი არაბული და მუსლიმური ქვეყნების „კარგი მეგობარი და ძმაა" და რომ მისი ქვეყანა „ყოველთვის მტკიცედ უჭერდა მხარს პალესტინელი ხალხის სამართლიან საქმეს, აღადგინონ მათი ლეგიტიმური ეროვნული უფლებები და ინტერესები.“ „ჩვენი მოწოდებაა ორი სახელმწიფოს გადაწყვეტაზე დაბრუნება და პალესტინის საკითხის ყოვლისმომცველი, სამართლიანი და გრძელვადიანი მოგვარების რეალიზაცია. 11 ნოემბერს ისლამურმა არაბულმა ქვეყნებმა მოიწვიეს ერთობლივი რიგგარეშე სამიტი პალესტინა-ისრაელის სიტუაციის შესახებ მკაფიო და ძლიერი საერთო განცხადების გასაკეთებლად და მხარი დაუჭირეს ცეცხლის შეწყვეტას, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას, ჰუმანიტარულ დახმარებას და ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის განხორციელებას. ჩინეთი სრულად უჭერს მხარს ამას. მზად ვართ, ვიმუშაოთ ჩვენს ძმებთან და დებთან ერთად არაბულ და ისლამურ ქვეყნებში, რათა უზრუნველვყოთ შეუწყვეტელი ძალისხმევა ღაზაში ბრძოლების შეძლებისდაგვარად სწრაფად დასასრულებლად, ჰუმანიტარული კრიზისის შემსუბუქებისთვის და პალესტინის საკითხის ადრეული, ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი გადაწყვეტის ხელშეწყობისთვის,“ – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. „ჩვენ აქ ვართ იმისათვის, რომ გავაგზავნოთ მკაფიო სიგნალი: სასწრაფოდ უნდა შევაჩეროთ ბრძოლა და მკვლელობები, სასწრაფოდ უნდა მივაწოდოთ ჰუმანიტარული მარაგები ღაზას,“ - განაცხადა თავის მხრივ, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პრინცმა ფეისალ ბინ ფარჰან ალ საუდმა. მისი თქმით, ჩინეთი იმუშავებს იმისათვის, რომ „რაც შეიძლება მალე ჩაახშოს ბრძოლა ღაზის სექტორში, შეამსუბუქოს ჰუმანიტარული კრიზისი და ხელი შეუწყოს პალესტინის საკითხის სწრაფ, ყოვლისმომცველ, სამართლიან და ხანგრძლივ მოგვარებას.“  

სტოლტენბერგი განმარტავს, რა თვალსაზრისით განსხვავდება ერთმანეთისგან ღაზის სექტორისა და უკრაინის საკითხი

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორსა და უკრაინაში ვითარება მრავალი თვალსაზრისით განსხვავებულია, უკრაინა არასოდეს წარმოადგენდა საფრთხეს რუსეთისთვის. სტოლტენბერგის თქმით, მნიშვნელოვანია იმის აღიარება, რომ სიტუაცია ღაზაში და სიტუაცია უკრაინაში ბევრი რამით განსხვავებულია. „უკრაინა არასოდეს წარმოადგენდა საფრთხეს რუსეთისთვის. უკრაინა არასოდეს შეუტევია რუსეთისთვის. რუსეთის შეჭრა უკრაინაში იყო არაპროვოცირებული შეჭრა, სრულმასშტაბიანი შეჭრა სხვა ქვეყანაში,“ - განაცხადა ალიანსის ხელმძღვანელმა. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას აქვს არაპროვოცირებული თავდასხმისგან თავდაცვისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის უფლება. სტოლტენბერგმა განმარტა, რომ ჰუმანიტარული სამართალი ყველა კონფლიქტში უნდა იყოს დაცული და მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე ყოველთვის დაცული უნდა იყოს. „თავდაცვის უფლება გათვალისწინებულია გაეროს წესდებაში, ამიტომ საერთაშორისო სამართალი, ჰუმანიტარული სამართალი მოქმედებს ყველა კონფლიქტში და ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, რადგან ეს ეხება ეროვნული კანონმდებლობის დაცვას,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა. შეგახსენებთ, სამშაბათს, 28 ნოემბერს ბელგიის დედაქალაქში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი შეხვედრა დაიწყო.  

ისრაელის დაზვერვა: კატარში ზავის აღდგენის შესახებ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა

ისრაელის სადაზვერვო სააგენტო მოსადის განცხადებით, კატარში ზავის აღდგენის მიზნით მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, რის გამოც კატარში დელეგაციას ისრაელში დაბრუნება უბრძანეს. ისრაელის დაზვერვის სააგენტო ასევე აცხადებს "ჰამასის ტერორისტულმა დაჯგუფებამ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა.  ეს შეთანხმება მოიცავდა ყველა იმ ქალისა და ბავშვის გათავისუფლებას, რომლებიც „ჰამასისთვის“ მიწოდებულ სიაში იყვნენ. ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში, რომელიც ერთი კვირა გაგრძელდა, „ჰამასმა“ ტყვეობიდან 105 მძევალი გაათავისუფლა.  

ისრაელი აცხადებს, რომ სახმელეთო შეტევას ღაზის სექტორის მთელ ტერიტორიაზე აფართოებს

ისრაელის თავდაცვის ძალები ადასტურებს, რომ სახმელეთო შეტევა ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილშიც დაიწყო. ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისრაელი სახმელეთო შეტევას ღაზას სექტორის მთელ ტერიტორიაზე აფართოებს. „გუშინ, დღეს, ჩვენ „ჰამასის“ ბატალიონის მეთაურების, ასეულის მეთაურებისა და მრავალი წევრის ლიკვიდაცია განვახორციელეთ. დავიწყეთ იგივე მოძრაობა ღაზას სექტორის სამხრეთით. ეს არანაკლებ ძლიერი იქნება, ვიდრე ოპერაციები ღაზას ჩრდილოეთით, შედეგები კი არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ მტკიცედ და საფუძვლიანად ვიბრძოდით ღაზის სექტორის ჩრდილოეთში და ამას ახლა ვაკეთებთ ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში,“ - განაცხადა ისრაელის შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ჰერზი ჰალევიმ.  

WSJ: IDF “ჰამასის“ გვირაბების დატბორვის შესაძლებლობას განიხილავს

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორში, ჰამასის გვირაბების დატბორვის შესაძლებლობას განიხილავენ. გამოცემა წერს, რომ ამ მიზნით IDF -მ სატუმბი სისტემა დაამონტაჟა. საუბარია სულ მცირე ხუთ სატუმბზე ალ-შათის ლტოლვილთა ბანაკიდან დაახლოებით კილომეტრნახევარში.  ჯერჯერობით უცნობია, გამოიყენებს თუ არა IDF ამ მეთოდს, რადგან ღაზის სექტორში ჯერ კიდევ რჩებიან “ჰამასის“ მიერ დატყვევებული მძევლები. ღაზის სექტორის მიწისქვეშ გვირაბების ფართო ქსელის საერთო სიგრძე 500 კმ-მდეა. ამასთან, სააგენტო Reuters-ი წერს, რომ ისრაელის არმიის წარმომადგენელმა გვირაბების ჩაძირვის გეგმის კომენტირებაზე უარი განაცხადა, თუმცა აღნიშნა, რომ მუშაობენ „ჰამასის“ ტერორისტული პოტენციალის სამხედრო და ტექნოლოგიური საშუალებებით განადგურებაზე. „ჰამასი“ ისრაელის, აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული.  

აშშ-მ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ვეტო დაადო

აშშ-მა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ვეტო დაადო. გაეროს უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან 13-მა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა, ხოლო დიდმა ბრიტანეთმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. „დიდმა ბრიტანეთმა განმარტა, რომ რეზოლუციის მხარდაჭერისგან თავი იმიტომ შეიკავა, რომ რეზოლუციამ „ჰამასი“ არ დაგმო. „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოწოდება უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ „ჰამასმა“ ტერორისტული აქტები ჩაიდინა და მშვიდობიანი მოსახლეობა კვლავ მძევლად ჰყავს აყვანილი,“ - განაცხადა ბარბარა ვუდვორდმა. ვუდვორდმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი ღაზაში არსებული ჰუმანიტარული სიტუაციით შეშფოთებულია და მხარს უჭერს ხანგრძლივ ჰუმანიტარულ პაუზებს. „ჩვენ არ შეგვიძლია ხმა მივცეთ რეზოლუციას, რომელიც ისრაელის უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ „ჰამასის“ მიერ ჩადენილ სისასტიკეს არ გმობს,“ - აღნიშნა გაეროში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა. „ეს რეზოლუცია კვლავ შეიცავს მოწოდებას უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რაც „ჰამასს“დროს მისცემს, გაიმეოროს ის, რაც 7 ოქტომბერს გააკეთა,“ - განაცხადა თავის მხრივ, გაეროში აშშ-ის ელჩის მოადგილემ, რობერტ ვუდმა. აშშ-ის მიერ რეზოლუციაზე ვეტოს დადებას გაეროში არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და პალესტინის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. „არაბთა გაერთიანებული საამიროები ღრმად არის იმედგაცრუებული. სამწუხაროდ, აღნიშნულ საბჭოს ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნა არ შეუძლია,“ - განაცხადა გაეროში არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელმა, მოჰამედ აბუშაჰამ. „თუ თქვენ მხარს უჭერთ ომს, თქვენ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს უჭერთ მხარს. ეს უშიშროების საბჭოსთვის საშინელი დღეა,“ - აღნიშნა გაეროში პალესტინის წარმომადგენელმა, რიად მანსურმა. ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა უშიშროების საბჭოს შეხვედრა გაეროს წესდების 99-ე მუხლის გამოყენებით მოითხოვა, ხოლო რეზოლუციის პროექტი, რომელსაც აშშ-მ ვეტო დაადო, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა მოამზადა. Reuters-ის ცნობით, კენჭისყრა გაიმართა მას შემდეგ, რაც გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა გადადგა გამონაკლისი ნაბიჯი, რათა უშიშროების საბჭო, რომელიც 15 წევრისგან შედგება, ოფიციალურად გაეფრთხილებინა გლობალურ საფრთხეზე, რომელსაც უკვე ორი თვე მიმდინარე ომი ქმნის. გუტერეშმა 8 დეკემბერს განაცხადა, რომ „ჰამასის“ სისასტიკე ვერასდროს გაამართლებს პალესტინელების „კოლექტიურ დასჯას.“ ისრაელი გაეროს გენმდივნის განცხადებებს მწვავედ აკრიტიკებს. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელი კოენმა განაცხადა, რომ გაეროს წესდების 99-ე მუხლის გამოყენება გაერო-ს გენერალური მდივნის მიკერძოებული პოზიციის მაგალითია. „99-ე მუხლის გამოყენებით საბჭოს შეხვედრის მოთხოვნა, მას შემდეგ რაც ის არ იქნა გამოყენებული უკრაინის შემთხვევაში ან სირიის სამოქალაქო ომისთვის, გუტერეშის მიკერძოებული და ცალმხრივი პოზიციის კიდევ ერთი მაგალითია,“ - წერს კოენი X-ზე (ყოფილი Twitter-ი). კოენმა აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტა „ჰამასს“ ომის დანაშაულების გაგრძელებაში დაეხმარება და მან აშშ-ს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „ჩვენს მოკავშირეს, აშშ-ს, მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით, რადგან იგი მძევლების სახლში დასაბრუნებლად და „ჰამასის“ ტერორისტული ორგანიზაციის ლიკვიდაციისთვის ბრძოლას აგრძელებს,“ - აღნიშნა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა. შეგახსენებთ, „ჰამასს“ აშშ და ევროკავშირი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებენ.  

ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტაზე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული მიზნებით ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტის შესახებ. გენერალური ასამბლეის მიერ 13 დეკემბერს მიღებულ რეზოლუციას, რომლის შესრულება სავალდებულო არ არის, მხარი დაუჭირა 153-მა ქვეყანამ. მომხრეებს შორის იყვნენ რუსეთი, ჩინეთი, ირანი, საფრანგეთი, პოლონეთი, შვეიცარია, იაპონია, მექსიკა და ინდოეთი. წინააღმდეგი იყო 10, მათ შორის თავად ისრაელი და აშშ. თავი შეიკავა 23-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, უკრაინამ, ლიეტუვამ, გერმანიამ, იტალიამ, უნგრეთმა და დიდმა ბრიტანეთმა. რეზოლუცია -  „სამოქალაქო მოსახლეობის დაცვა და სამართლებრივი და ჰუმანიტარული ვალდებულებების შესრულება“, მოითხოვს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, ყველა მხარის მიერ საერთაშორისო სამართლის, მათ შორის ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დაცვას, ყველა მძევლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფას. ისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში გილად ერდანმა რეზოლუციას, რომელშიც „ჰამასი“ ნახსენები არ არის, თვალთმაქცური უწოდა და განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტა ხელს აძლევს მხოლოდ ტერორისტებს და სასიკვდილო განაჩენი იქნება უამრავი ისრაელელისა და თავად ღაზის სექტორის მცხოვრებთათვის. ამ პოზიციას მხარი დაუჭირა გაეროში შეერთებული შტატების მუდმივმა წარმომადგენელმა ლინდა ტომას-გრინფილდმა. მისი შეფასებით, საუკეთესო შემთხვევაში, ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ დროებითი იქნება, ხოლო უარეს შემთხვევაში - სახიფათო ისრაელელების და ასევე, პალესტინელებისთვის, რომლებიც იმსახურებენ „ჰამასისგან“ გათავისუფლებას და უკეთეს მომავალს. ისრაელსა და „ჰამასს“ (აშშ-ის, ევროკავშირის და ისრაელის მიერ ტერორისტულ დაჯგფებად არის აღიარებული) შორის საომარი მოქმედებები 2023 წლის 7 ოქტომბრიდან მიმდინარეობს.  

ღაზის სექტორში 2 მილიონზე მეტ ადამიანს შიმშილი ემუქრება - გაერო

ღაზის სექტორის მთელი 2,3 მილიონი მოსახლეობა განიცდის შიმშილის კრიზისულ დონეს და შიმშილის რისკი ყოველდღიურად იზრდება ისრაელ-ჰამასის ომის დაწყებასთან ერთად, ნათქვამია გაეროს მიერ მხარდაჭერილი ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში. საკვების უსაფრთხოების ფაზების დამდგენი ორგანიზაციის (IPC) მიერ მომზადებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2 მილიონზე მეტ ადამიანს შიმშილი ემუქრება. ორგანიზაციის კლასიფიკაციით, ღაზის სექტორის მოსახლეობის მდგომარეობა ფასდება კრიზისულად. სულ მცირე 79% იმყოფება საგანგებო ან კატასტროფის მდგომარეობაში. კლასიფიკაცია მიუთითებს, რომ „ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი განიცდის კატასტროფულად მწვავე კვებითი დაუცველობას“, რაც საკვების უკიდურესი დეფიციტითაა განპირობებული. 5 წლამდე ასაკის ბავშვებში მწვავე პრობლემაა არასწორი საკვების „საგანგაშო მაჩვენებელი“, რაც ორგანიზაციის განცხადებით, ზრდის სიკვდილიანობის ალბათობას. FAO აცხადებს, რომ სასურსათო უსაფრთხოების მისაღწევად აუცილებელია ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა. 7 ოქტომბერს ისრაელზე აშშ-ის, ევროკავშირის და ისრაელის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად გამოცხადებული „ჰამასის“ თავდასხმისას 1200-ზე მეტი ისრაელელი დაიღუპა. მათი დიდი უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო. მძევლად აიყვანეს 240 ადამიანი.  

ნეთანიაჰუ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების სამ წინაპირობას ასახელებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების სამ წინაპირობას ასახელებს. ისრაელის პრემიერის თქმით, „ჰამასის“ შესაძლებლობები უნდა განადგურდეს და ღაზის სექტორში მისი პოლიტიკური მმართველობა უნდა დასრულდეს. ის მიიჩნევს, რომ „როგორც კი „ჰამასი“ განადგურდება, ღაზას დემილიტარიზაცია მოხდება და პალესტინის საზოგადოება დაიწყებს დერადიკალიზაციის პროცესს, ღაზა შეიძლება, აღდგეს და ახლო აღმოსავლეთში უფრო ფართო მშვიდობის პერსპექტივები რეალობად იქცევა.“ „ჰამასის განადგურება, ღაზის სექტორის დემილიტარიზაცია და პალესტინის მთელი საზოგადოების დერადიკალიზაცია,“ - აღნიშნა ნეთანიაჰუ Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ სტატიაში. მისი თქმით, აშშ, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, გერმანია და მრავალი სხვა ქვეყანა მხარს უჭერენ ისრაელის განზრახვას ტერორისტული ჯგუფის განადგურების შესახებ. „ამ მიზნის მისაღწევად, მისი სამხედრო შესაძლებლობები უნდა მოიშალოს და ღაზაზე მისი პოლიტიკური მმართველობა უნდა დასრულდეს,“ - წერს ისრაელის პრემიერი. ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელმა ასევე უნდა უზრუნველყოს, რომ ღაზა აღარასდროს გამოიყენებოდეს ისრაელზე თავდასხმის ბაზად. „სხვა საკითხებთან ერთად, ამას დასჭირდება დროებითი უსაფრთხოების ზონის შექმნა ღაზას პერიმეტრზე და ინსპექტირების მექანიზმი ღაზასა და ეგვიპტის საზღვარზე, რომელიც აკმაყოფილებს ისრაელის უსაფრთხოების საჭიროებებს და ხელს უშლის იარაღის კონტრაბანდას ტერიტორიაზე,“ - აცხადებს ნეთანიაჰუ.  

ბლინკენი მომავალ კვირას ახლო აღმოსავლეთს ეწვევა - Axios

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, მომავალ კვირას ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრება. ამის შესახებ Axios-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს. ეს იქნება ბლინკენის მეოთხე მოგზაურობა ახლო აღმოსავლეთში და მეხუთე ვიზიტი ისრაელში, ღაზის სექტორში ომის დაწყების შემდეგ. მისი მოგზაურობა არის ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალური პირების მაღალი დონის ვიზიტების სერიის ნაწილი, რათა უზრუნველყოს მუდმივი კონსულტაციები ისრაელის მთავრობასთან და რეგიონულ პარტნიორებთან. ევროკავშირის, აშშ-სა და ისრაელის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულმა „ჰამასმა“ ისრაელზე იერიში 7 ოქტომბერს მიიტანა. ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და „ჰამასის“ განადგურების პირობა დადო.  

გალანტი ღაზის სექტორში მიმდინარე ომის ახალი ეტაპის გეგმაზე საუბრობს

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ისრაელი-ჰამასის ომის შემდგომი ეტაპების გეგმები გამოაქვეყნა. გალანტის განცხადებით, მესამე ფაზაში ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცები ჩრდილოეთ ღაზაში ახალ საბრძოლო მიდგომას მიიღებენ, რომელიც მოიცავს შეტევებს, ტერორისტული გვირაბების განადგურებას, საჰაერო და სახმელეთო მოქმედებებსა და სპეცოპერაციებს. მინისტრი ანკლავის მომავალი მმართველობის შესახებ დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ ტერიტორიის მაკონტროლებელი სუბიექტი ღაზის სექტორში უკვე მყოფი „არამტრული“ ელემენტების შესაძლებლობებს დაეყრდნობა. გეგმის თანახმად, ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში, ისრაელის სამხედროები გააგრძელებენ „ჰამასის“ ლიდერების დევნას სანამ საჭირო იქნება. სამხრეთში განლაგებული ისრაელის ძალები ასევე ფოკუსირდებიან მძევლების დაბრუნების შესაძლებლობაზე, რომლებიც ჯერ კიდევ ტყვეობაში იმყოფებიან. სამგვერდიან დოკუმენტში გალანტი ასევე საუბრობს ომის მეოთხე და სავარაუდო ფინალური ეტაპის დეტალების შესახებ. გალანტის მიერ გამოცხადებული ომისშემდგომი ეტაპი ითვალისწინებს ღაზის სექტორს, რომელსაც აღარ აკონტროლებს „ჰამასი“ და რომელიც აღარ უქმნის საფრთხეს ისრაელის მოქალაქეების უსაფრთხოებას. გალანტის განმარტებით, როგორც კი ომის მიზნები მიიღწევა, ღაზის სექტორში „ისრაელის სამოქალაქო ყოფნა აღარ იქნება“, თუმცა, ისრაელი შეინარჩუნებს ოპერაციულ თავისუფლებას ღაზის სექტორში და გააგრძელებს ტერიტორიაზე შესული საქონლის ინსპექტირების განხორციელებას. თავდაცვის მინისტრმა ასევე წარმოადგინა მრავალეროვნული სპეციალური ჯგუფის კონცეფცია, „რომელსაც უხელმძღვანელებს შეერთებული შტატები ევროპელ და რეგიონულ პარტნიორებთან პარტნიორობით“ და რომლის მოვალეობაც ღაზის სექტორის რეაბილიტაცია იქნება.  

ენტონი ბლინკენი: პალესტინელები არ უნდა აიძულონ, დატოვონ ღაზის სექტორი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, პალესტინელებზე არ უნდა განახორციელონ ზეწოლა იმ მიზნით, რომ ღაზის სექტორი დატოვონ და ასევე, როგორც კი საშუალება გაჩნდება, მათ თავიანთ სახლებში დაბრუნების საშუალება უნდა მიეცეთ. ბლინკენმა დაგმო ისრაელის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებები, რომ პალესტინელები სხვაგან უნდა გადასახლდნენ. ”პალესტინელ მშვიდობიან მოსახლეობას უნდა შეეძლოს სახლში დაბრუნება, როგორც კი სათანადო პირობები შეიქმნება, ისინი არ უნდა აიძულონ, ღაზა დატოვონ“, - აღნიშნა ბლინკენმა. სახელმწიფო მდივნის თქმით, შეთანხმებული სამშვიდობო ძალისხმევის გარეშე ისრაელი - "ჰამასის" კონფლიქტი, შესაძლოა, მთელ რეგიონში გავრცელდეს. „რეგიონში ღრმა დაძაბულობის მომენტია. ეს არის კონფლიქტი, რომელსაც შეუძლია ადვილად მოახდინოს მეტასტაზირება და გამოიწვიოს კიდევ უფრო მეტი დაუცველობა და ტანჯვა," - აღნიშნა ბლინკენმა იორდანიაში ვიზიტისას. „იორდანიაში სტუმრობისას, მეფემ, აბდულამ, ბლინკენს მოუწოდა, გამოიყენოს ვაშინგტონის გავლენა ისრაელზე, რათა მან დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი, ნათქვამია სასახლის განცხადებაში, რომელიც მას ისრაელის მიმდინარე სამხედრო კამპანიის "კატასტროფული შედეგების" შესახებ აფრთხილებს. კატარის პრემიერ-მინისტრ შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ბლინკენმა განაცხადა, რომ გაეროს შეუძლია, გავლენა იქონიოს იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს, რათა დევნილმა პალესტინელებმა შინ დაბრუნება შეძლონ. პრესკონფერენციაზე კატარის პრემიერმა განაცხადა, რომ გასულ კვირაში ისრაელის მიერ ჰამასის ლიდერის მკვლელობამ ბეირუთში, ზეგავლენა იქონია კატარის შესაძლებლობაზე, შუამავლობა გასწიოს „ჰამასსა“ და ისრაელს შორის. თუმცა, მისი თქმით, დოჰა გააგრძელებს თავის მცდელობებს. ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში რამდენიმე დღიანი ვიზიტით იმყოფება. გვიან ღამით კატარიდან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა, დღეს კი საუდის არაბეთში გაემგზავრება, სადაც ლიბანის შემდეგ, ასევე ვიზიტით ჩავიდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი. ბლინკენი უკვე იმყოფებოდა იორდანიაში, თურქეთსა და საბერძნეთში. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ისრაელსაც ეწვევა. ბლინკენისა და ბორელის ახლო აღმოსავლური მისიის მოლოდინები და მიზნები  

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, ღაზის სექტორში დაღუპული ჟურნალისტების საქმეებს გამოიძიებს

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაადასტურა, რომ ღაზის სექტორში დაღუპული ჟურნალისტების საქმეებს გამოიძიებს. ნიუ-იორკში დაფუძნებული ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის ცნობით, ისრაელი - „ჰამასის“ ომის დროს სულ მცირე, 79 ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი დაიღუპა. მათი დიდი უმრავლესობა პალესტინელია. ჟურნალისტების სიკვდილის ბოლო შემთხვევების შემდეგ, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უწყებამ განაცხადა, რომ ის "ღრმად შეშფოთებულია ღაზის სექტორში დაღუპული მედიის თანამშრომლების მაღალი რიცხვის გამო. მედიის უფლებების დამცველმა ჯგუფმა, "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF), ნოემბერში განაცხადა, რომ ჟურნალისტების დაღუპვის გამო, ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში საჩივარი შეიტანა. „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმა მოაწყო. ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და „ჰამასის“ განადგურების პირობა დადო.  

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ღაზის სექტორში სარაკეტო გამშვები პუნქტები გაანადგურეს

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ღაზაში სარაკეტო გამშვები პუნქტები გაანადგურეს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზის სექტორის, ქალაქ ხან–იუნისში სამხედრო ოპერაციები გრძელდება, სადაც ისრაელის მე-7 ჯავშან ბრიგადამ ერთ-ერთი გვირაბის შესასვლელი გაანადგურა, რომელსაც „ჰამასი“ იარაღის საწყობად იყენებდა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, გუშინ, სამხედროებმა დასავლეთ ნაპირზე მდებარე ადორას დასახლებაში, სამი შეიარაღებული პირი მოკლეს. დასავლეთ სანაპიროზე თავდამსხმელების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნის შედეგად, ისრაელის თავდაცვის ძალების ერთმა ჯარისკაცმა საშუალო სიმძიმის დაზიანება მიიღო.  

ბენიამინ ნეთანიაჰუ: ეგვიპტესა და ღაზის სექტორს შორის საზღვარი ომის დასრულებამდე უნდა დაიხუროს

„ეგვიპტესა და ღაზას შორის საზღვარი „ჰამასთან“ ომის დასრულებამდე უნდა დაიხუროს,“ - ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელს არ შეუძლია ომის დასრულება ფილადელფის დერეფნის დახურვამდე. „ჩვენ გავანადგურებთ „ჰამასს“, მოვახდენთ ღაზის დემილიტარიზაციას და სამხედრო ტექნიკა და სხვა იარაღი გააგრძელებს შემოსვლას ამ სამხრეთის გადასასვლელიდან - ასე რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავხუროთ ის,“ - აღნიშნა ნეთანიაჰუმ. ისრაელის პრემიერის თქმით, ერთადერთი გადაწყვეტილება, რაც ისრაელის ხელისუფლებამ მიიღო, არის ის, რომ გადასასვლელი უნდა დაიხუროს. ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებას ეგვიპტის საგარეო უწყება გამოეხმაურა. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, აჰმედ აბუ ზეიდმა განაცხადა, რომ ეგვიპტე სრულად აკონტროლებს თავის საზღვრებს.  

ენტონი ბლინკენი: აშშ არ მოისვენებს, ვიდრე ღაზის სექტორში დარჩენილი ყველა მძევალი შინ არ დაბრუნდება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ არ მოისვენებენ, ვიდრე „ჰამასის“ მიერ აყვანილი ყველა მძევალი შინ არ დაბრუნდება. მანამდე, მძევლებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც, რომლის თქმითაც, შეერთებული შტატები აგრძელებს მუშაობს იმისთვის, რომ ღაზის სექტორში მძევლად მყოფი 100-ზე მეტი უდანაშაულო ადამიანი, მათ შორის ექვსი ამერიკელი, შინ დაბრუნდეს. „ღაზის სექტორში ტყვეობის 100 დღე ძალიან გრძელია. აშშ არ მოისვენებს მანამ, სანამ ყველა დარჩენილი მძევალი, მათ შორის ექვსი ამერიკელი, საყვარელ ადამიანებთან არ დაბრუნდებიან,“ - წერს ბლინკენი სოციალურ ქსელში.  

ისრაელის პარლამენტში მძევლების ნათესავები შეიჭრნენ

Reuters-ის ცნობით, „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი მოქალაქეების ნათესავების ჯგუფი იერუსალიმში, ქნესეტის საფინანსო კომიტეტის სხდომაზე შეიჭრნენ. ისინი მოითხოვდნენ, რომ კანონმდებლებმა მეტი გააკეთონ მძევლების გასათავისუფლებლად. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით : „აქ ვერ ისხდებით, ვიდრე ისინი იქ კვდებიან. გაათავისუფლე ისინი ახლავე!“ - სკანდირებდნენ პარლამენტში შეჭრილი მოქალაქეები. მანამდე, მძევლების ნათესავებმა აქცია გამართეს იერუსალიმში, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს სახლის წინ, სადაც კარვებიც გაშალეს და ისრაელის მთავრობას მძევლების გათავისუფლების მიზნით შეთანხმების სასწრაფოდ მიღწევისკენ მოუწოდეს. „ჰამასის„ მხრიდან რეალური წინადადება არ არსებობს. მე ამას ვამბობ რაც შეიძლება ნათლად, რადგან არის ამდენი არასწორი განცხადება, რომელიც რა თქმა უნდა, მტანჯველია თქვენთვის," - ციტირებს ნეთანიაჰუს ოფისი პრემიერის სიტყვებს, რომლითაც მან ოჯახებს მიმართა. „მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობს ხალხი, „ჰამასის“ რეალური შემოთავაზება არ არსებობს. ეს არ არის სიმართლე,“ - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მძევლების ოჯახის წევრებთან შეხვედრისას. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ისრაელმა „ჰამასს“ საკუთარი ინიციატივა შესთავაზა, მაგრამ მას დეტალები აღარ დაუსახელებია. შეგახსენებთ, ისრაელის ინფორმაციით, ღაზაში, ამ დროისთვის, დაახლოებით, 130 მძევალი იმყოფება. „ჰამასი“ ისრაელს 2022 წლის 7 ოქტომბერს დაესხა თავს. ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და „ჰამასის“ განადგურების პირობა დადო.  

ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 26 ღაზის სექტორში ჰუმანიტარულ პაუზას ითხოვს

ევროკავშირის 26 სახელმწიფო ღაზის სექტორში ჰუმანიტარულ პაუზას ითხოვს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 26 თანახმაა, „დაუყოვნებლივი ჰუმანიტარული პაუზა მოითხოვონ, რაც მდგრად ცეცხლის შეწყვეტას, მძევლების უპირობო გათავისუფლებასა და ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენას გამოიწვევს.“ ჯოზეფ ბორელმა არ დააკონკრეტა, რომელი ქვეყანა არ დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებას.  

ნეთანიაჰუმ ომის შემდგომი ღაზის სექტორის საკითხის გადაწყვეტის გეგმა წარადგინა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ომის შემდგომი ღაზის სექტორის საკითხის გადაწყვეტის გეგმა წარადგინა. აღნიშნული გეგმის თანახმად, ისრაელი ომის შემდგომ ღაზის სექტორზე სამხედრო კონტროლს დაამყარებს. ასევე, ისრაელი ითანამშრომლებს ღაზის სექტორის იმ ადგილობრივ წარმომადგენლებთან, რომლებსაც „ჰამასთან“ კავშირი არ აქვთ. გეგმა ისრაელს ასევე აძლევს იმის შესაძლებლობას რომ მომავალში ჩაერთოს ღაზის სექტორის სამოქალაქო საკითხებში. პალესტინურმა მხარემ ნეთანიაჰუს გეგმა უკვე გააკრიტიკა. ნეთანიაჰუს წარდგენილი გეგმა ისრაელის სამთავრობო კაბინეტმა უნდა განიხილოს. ნეთანიაჰუ პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად აცხადებს, რომ პალესტინური სახელმწიფოს არსებობა მიუღებელია, თუ ისრაელის სახელმწიფოსთვის საფრთხეები იარსებებს. აღსანიშნავია, რომ ამავე გეგმის მიხედვით, არავითარი რეკონსტრუქცია ღაზის სექტორში დემილიტარიზაციის გარეშე არ ჩატარდება. დოკუმენტი მინისტრებს გადაეგზავნათ და კონსულტაციები პოლიტიკის დამტკიცებამდე სავარაუდოდ, ცვლილებებს გამოიწვევს.  

ბაიდენი: აშშ-ის სამხედროები ღაზის სექტორს ჰუმანიტარულ დახმარებას უახლოეს დღეებში თვითმფრინავებით მიაწვდიან

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედროები ღაზის სექტორს ჰუმანიტარულ დახმარებას უახლოეს დღეებში თვითმფრინავებით მიაწვდიან ბაიდენის თქმით, არაბულ ანკლავში ჰუმანიტარული დახმარების ნაკადი საკმარისი არ არის და ვაშინგტონი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ღაზის სექტორმა მეტი დახმარება მიიღოს. ჯო ბაიდენმა „ტრაგიკული და საგანგაშო მოვლენა“ უწოდა ჩრდილოეთ ღაზაში 29 თებერვალს მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა სასურსათო დახმარების მიღების დროს ცეცხლის გახსნისას. „სიცოცხლის დაკარგვა გულსატკენია. ხალხი სასოწარკვეთილია, რომ უდანაშაულო ადამიანები საშინელ ომში არიან და არ შეუძლიათ თავიანთი ოჯახების გამოკვება. თქვენ ნახეთ პასუხი, როდესაც ისინი ცდილობდნენ დახმარების მიღებას. ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ შეერთებულ შტატებში და გავაკეთებთ კიდევაც უფრო მეტს. უახლოეს დღეებში ჩვენ ვაპირებთ, შევუერთდეთ ჩვენს მეგობრებს იორდანიაში და სხვებს საჰაერო ფრენების საშუალებით დახმარების მიწოდების უზრუნველყოფაში,“ – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.  

აშშ-მ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების ჰაერიდან მიწოდება დაიწყო

აშშ-მა ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების თვითმფრინავებიდან ჩამოყრა დაიწყო. Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ჰუმანიტარული დახმარების - სურსათის მიწოდებაში C-130-ის ტიპის სამი თვითმფრინავი ჩაერთო. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების თვითმფრინავებიდან ჩამოყრას მალევე დაიწყებდნენ. ბაიდენი: აშშ-ის სამხედროები ღაზის სექტორს ჰუმანიტარულ დახმარებას უახლოეს დღეებში თვითმფრინავებით მიაწვდიან  

აშშ ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველსაყოფად, დროებით პორტს ააშენებს - მედია

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი განაცხადებს, რომ აშშ-ის სამხედროები ღაზის სექტორში პორტს ააშენებენ, რათა აშშ-მ მეტი ჰუმანიტარული დახმარება ადგილზე ზღვით მიაწოდოს. ამის შესახებ მედია ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ოფიციალური პირების თქმით, დროებითი პორტი გაზრდის პალესტინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების რაოდენობას დღეში "ასობით დამატებითი სატვირთო ტვირთით.“ გავრცელებული ინფორმაციით, ძალისხმევას "რამდენიმე კვირა" დასჭირდება. „პირველადი გადაზიდვები კვიპროსის გავლით ჩავა და უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება ისრაელთან კოორდინაციით,“ აცხადებენ ოფიციალური პირები.  

ბაიდენმა ამერიკელ სამხედროებს ღაზის სანაპიროზე დროებითი ნავმისადგომის შექმნა დაავალა

ღაზის სექტორში უმძიმესი ჰუმანიტარული სიტუაციის გამო, აშშ ღაზასთან ააშენებს დროებით ნავმისადგომს მშვიდობიანი პალესტინელებისთვის დახმარების გასაწევად. გადაწყვეტილება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა სახელმწიფოში არსებული მდგომარეობის შესახებ კონგრესისადმი ტრადიციული მიმართვისას. „ვაძლევ ბრძანებას აშშ-ის სამხედროებს, უხელმძღვანელონ საგანგებო მისიას ღაზის სანაპიროზე ხმელთაშუა ზღვაში დროებითი ნავმისადგომის შესაქმნელად, რომელიც საკვების, წყლისა და მედიკამენტების დიდი ტვირთების მიღებას შეძლებს,” - განაცხადა ბაიდენმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას. აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ღაზაში ამერიკელ ჯარისკაცებს არ გააგზავნიან. „ამერიკული ჩექმა არ იქნება ადგილზე. დროებითი ნავმისადგომი ხელს შეუწყობს ღაზაში ყოველდღე ჰუმანიტარული დახმარების რაოდენობის ზრდას“, - აღნიშნა ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტმა ისრაელს მოუწოდა, შეასრულოს თავისი როლი და ღაზაში მეტი დახმარება დაუშვას. "ისრაელის ხელმძღვანელობას ვეუბნები: ჰუმანიტარული დახმარება არ შეიძლება იყოს მეორეხარისხოვანი საკითხი ან ვაჭრობის საგანი. უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის დაცვა და გადარჩენა პრიორიტეტი უნდა იყოს," - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.  

ომის დაწყების შემდეგ, ისრაელში ყველაზე მრავალრიცხოვანი ანტისამთავრობო აქცია გაიმართა

პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომის მოთხოვნით, ისრაელის ქუჩებში ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა, რაც ოქტომბერში ღაზის სექტორში ომის დაწყებიდან ყველაზე მრავალრიცხოვანი ანტისამთავრობო აქცია იყო. დემონსტრანტებმა მთავრობას მოუწოდეს, მიაღწიოს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რათა „ჰამასის მიერ დაკავებული ათეულობით მძევალი გათავისუფლდეს და ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს. დემონსტრანტები ნეთანიაჰუს გადადგომისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გარდა მოითხოვდნენ შეთანხმების დაუყოვნებლივ გაფორმებას ღაზის სექტორში დარჩენილი 134 ისრაელელი მძევლის გასათავისუფლებლად.   მძევლების ოჯახები და მეგობრები, ისევე როგორც მომიტინგეები შიშობენ, რომ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი შეთანხმების გარეშე, კიდევ მით მეტი მძევალი დაიღუპება. 31 მარტს განახლდა მოლაპარაკება კაიროში, სადაც ისრაელის დელეგაცია ჩავიდა. ნეთანიაჰუს მიმართ აღძრულია სასამართლო საქმეები კორუფციის ბრალდებით და მისი ოპონენტები მიიჩნევენ, რომ მისი გადაწყვეტილებები პოლიტიკურ გადარჩენას უფრო ემსახურება, ვიდრე სახელმწიფო ინტერესებს.  

ისრაელმა ორი სამხედრო ოფიცერი დაითხოვა მას შემდეგ, რაც ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომლებზე თავდასხმისას უხეში შეცდომები გამოავლინეს

ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ სამსახურიდან გაათავისუფლა ორი ოფიცერი და საყვედური გამოუცხადა ორ მაღალი რანგის მეთაურს მას შემდეგ, რაც გამოძიებამ გამოავლინა სერიოზული შეცდომები, რომლებსაც მოჰყვა ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომლებზე თავდასხმა და მათი დაღუპვა. გამოძიების დასკვნა 5 აპრილს გამოქვეყნდა, ისრაელის მიმართ მძაფრი კრიტიკის შემდეგ. ამასთან, ისრაელი ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად ახალ გზებს ხსნის. ისრაელმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორის ჩრდილოეთში მნიშვნელოვან სასაზღვრო პუნქტს, ერეცს, კვლავ გახსნის და ჰუმანიტარული დახმარების შესატანად სხვა ნაბიჯებსაც დგამს. ისრაელის დრონებმა იერიში პირველ აპრილს მიიტანეს World Central Kitchens-ის სამ ავტომობილზე. ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ მათ შეცდომით იფიქრეს, რომ თავს ესხმოდნენ „ჰამასის“ (აშშ-სა და ევროკავშირში მიჩნეულია ტერორისტულ ორგანიზაციად) მებრძოლებს. თეთრმა სახლმა 4 აპრილს განაცხადა, რომ აშშ-ის მხრიდან ისრაელის მხარდაჭერა მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, რამდენად აქტიურად იბრძოლებს ისრაელი მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის წინააღმდეგ და ამავე დროს შეიტანს ჰუმანიტარულ დახმარებას ღაზის სექტორში.  

ისრაელი ღაზის სექტორის სამხრეთში მხოლოდ ერთ ბრიგადას ტოვებს

ისრაელმა კვირას განაცხადა, რომ ღაზის სექტორის სამხრეთში მხოლოდ ერთ ბრიგადას ტოვებს. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, 4-თვიანი ბრძოლის შემდეგ, 98-ე დივიზიის სამხედროები ქალაქი ხან იუნისიდან გამოიყვანეს. ღაზის სექტორის სამხრეთში მხოლოდ ერთი, ნაჰალის ბრიგადა რჩება, რომელსაც აკისრია ე.წ. ნეცარიმის დერეფნის კონტროლი. ეს მონაკვეთი ღაზის სექტორისა და ისრაელის სამხრეთით მდებარე ბეერის ნაწილს აკავშირებს. ამ მონაკვეთის კონტროლით ისრაელს შეუძლია რეიდების მოწყობა ცენტრალურ და ჩრდილოეთ ღაზის სექტორში. ცნობისთვის, ეგვიპტურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელსა და “ჰამასს” შორის ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით კაიროში მიმდინარე მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს. ისრაელის ოფიციალური პირები უარყოფენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ კაიროში მიმდინარე მოლაპარაკებებში პროგრესს მიაღწიეს. „ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვხედავთ შეთანხმებას ჰორიზონტზე. განსხვავება (მხარეებს შორის) ჯერ კიდევ დიდია და აქამდე არაფერი დრამატული არ ყოფილა“, - ციტირებენ Channel 12 და Ynet-ი ისრაელელ ოფიციალურ პირებს, რომელთა ვინაობას არ ასახელებენ.  

ბაიდენის თქმით, ნეთანიაჰუ შეცდომას უშვებს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ღაზის სექტორში მიმდინარე ომთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინი ნეთანიაჰუ შეცდომას უშვებს. „ვფიქრობ, რასაც ის აკეთებს, შეცდომაა. მე არ ვეთანხმები მის მიდგომას,"- განაცხადა ბაიდენმა ინტერვიუში. მისი თქმით, ღაზის სექტორს უნდა ჰქონდეს "სრული წვდომა ყველა საკვებსა და წამალზე" მომდევნო ექვსიდან რვა კვირის განმავლობაში. „ვფიქრობ, აღმაშფოთებელია, რომ ამ ოთხ, სამ მანქანას დაარტყეს დრონები და გამოიყვანეს გზატკეცილიდან, რომელიც არც საზღვრის გასწვრივ იყო და სადაც არც კოლონა მოძრაობდა,“ - აღნიშნა ბაიდენმა ტელეარხ Univision-თან ინტერვიუში. ის საუბრობდა World Central Kitchen-ის ავტომობილებზე ისრაელის მიერ განხორციელებულ დარტყმაზე, რასაც ორგანიზაციის 7 თანამშრომელი ემსხვერპლა. აშშ-ის პრეზიდენტი  ისრაელს მოუწოდებს, ცეცხლის შეწყვეტას დასთანხმდეს და რომ ჰუმანიტარული დახმარების არ გაგზავნას გამართლება არ აქვს. „რასაც მე მოვუწოდებ არის ის, რომ ისრაელელებმა უბრალოდ მოითხოვონ ცეცხლის შეწყვეტა, დაუშვან მომდევნო ექვსი, რვა კვირის განმავლობაში ქვეყანაში შესული საკვებსა და მედიკამენტებზე სრული წვდომა. ვისაუბრე ყველასთან, საუდელებიდან დაწყებული იორდანიელებით და ეგვიპტელებით დამთავრებული. ისინი მზად არიან, შეიტანონ საკვები პროდუქტები და ვფიქრობ, რომ ამ ადამიანების სამედიცინო და საკვები საჭიროებებით არ დაკმაყოფილებას გამართლება არ აქვს,“ - აღნიშნა ბაიდენმა. ისრაელმა ორი სამხედრო ოფიცერი დაითხოვა მას შემდეგ, რაც ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომლებზე თავდასხმისას უხეში შეცდომები გამოავლინეს  

ამერიკელმა სამხედროებმა ღაზის სექტორის სანაპიროზე ნავსადგურის მშენებლობა დაასრულეს

ამერიკელმა სამხედროებმა ღაზის სექტორის სანაპიროზე ნავსადგურის მშენებლობა დაასრულეს. შესაბამის განცხადებას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ამერიკელმა სამხედროებმა ღაზის სექტორის სანაპიროზე დროებითი ნავსადგურის მშენებლობა ადგილობრივი დროით 7:40 საათზე დაასრულეს. ჯერჯერობით უცნობია, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების განაწილებას გაეროს რომელი სააგენტო უზრუნველყოფს. „სავარაუდოდ, სატვირთო მანქანები, რომლებსაც ჰუმანიტარული დახმარება გადააქვთ, ნაპირზე გადაადგილებას უახლოეს დღეებში დაიწყებენ. დახმარებას გაერო მიიღებს და ღაზის სექტორში მის განაწილებას კოორდინაციას გაუწევს,“ - ნათქვამია განცხადებაში.